|
2021-04-24 10:56:22, 738 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ გოლეთიანი 23 მაისს, თბილისში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს
„ნამახვანჰესის“ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი 23 მაისს, თბილისში, ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები. „დღეს იგეგმება 4 საათისთვის, სხვადასხვა ქალაქებში აქციები, რაც შეეხება ჩვენ გრძელვადიან გეგმას და ჩვენი აქციის თბილისში გადატანას, ვამბობთ, რომ 23 მაისს ჩავატარებთ აქციას დედაქალაქში. მანამდე ემთხვევა მნიშვნელოვანი დღეები, სხვადასხვა თარიღები პარტიული ნიშნით არის დაკავებული და მაქსიმალურად გადავწიეთ ჩვენი მასშტაბური აქციის ჩატარება დედაქალაქში. 23 მაისს ჩავატარებთ აუღებელ აქციას დედაქალაქში. დამატებით დეტალებს ვიტყვით ჩვენს ლაივებში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)