23:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 22:48:57, 499 ნახვა

კომენტარი
დავით თვალაბეიშვილი - გვესმის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100 პროცენტით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს

რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის მიღების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება საჯარო ონლაინ დისკუსიაში, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა.

დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობებსა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებს მიეძღვნა, აქცენტი გაკეთდა რუსეთისგან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. „საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს. ჩვენი ზოგიერთი მეზობლისთვის ენერგია არის პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ასე განსაზღვრავთ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე 10-15 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. კარგად გვესმის, რომ  ვერასდროს შევძლებთ, დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 100 პროცენტით, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამჟამად ეს მაჩვენებელი არის 35 პროცენტი, რაც საგანგაშოა," - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ერთიანი ენერგოსისტემა აქვს, რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაა ჩართული, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, რომ ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი მოხმარების 100 პროცენტის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ანუ უნდა ჰქონდეს გენერაციის საშუალებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს თავის მოხმარებას. ყველას ჰქონდეს 100 პროცენტით თავისი გენერაციის შესატყვისი ინფრასტრუქტურა," -  აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო, რომელიც ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრია 2017 წლიდან, დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებასა და მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან ჰარმონიზაციას. გარდა ამისა, დავით თვალაბეიშვილის თქმით, საქართველო, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ქსელის ინტეგრაციაზე საერთო ევროპულთან და ინტენსიურად ამუშავებს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის სტრატეგიულ პროექტს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ენერგოსექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც მსგავსი საკითხების მოგვარების წარმატებული გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics