23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 22:27:57, 594 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, თალაკვაძეს კინაღამ გალსტუკი მოვახიე

„ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, თალაკვაძეს კინაღამ გალსტუკი მოვახიე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა შეხვედრა იყო მძიმე და მოყვებოდა დისკუსია.

„ყველა პუნქტს მოყვებოდა დისკუსია და პროტოკოლებია შედგენილი, რაზე იყო საუბარი და ვის რა პოზიცია ჰქონდა.

პირდაპირ გეუბნებით, რომ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის თანდასწრებით გაიმართა შეხვედრა, იქ მივედი იმის გამო, რომ საბოლოოდ გამევლო საკითხები, მათ შორის ამ ამნისტიის დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.

ამ შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგი: - და ყველა დამსწრე, ვინც იქ იყო, ვისთანაც უშუალო კონტაქტი გაქვთ, შეგიძლიათ, ყველას ჰკითხოთ, - მე ავიღე პირდაპირ დოკუმენტი და ვთქვი: „ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმება და ზარ-ზეიმი გინდათ, რომ მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ როდის შეიწყალებთ რურუას. ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და ეს უნდა ვიცოდეთ“.

ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! მაგრამ იყო ძალიან მძიმე შეხვედრა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics