23:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 18:53:11, 577 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრი ეტაპობრივად შეხვდება ყველა ბიზნესინდუსტრიას და ყველა დარგს

ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან, ცალკეულ ასოციაციებთან კომუნიკაცია არასოდეს შენელებულა და პრემიერ-მინისტრი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია კვლავაც რჩება ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და პარალელურად, პანდემიასთან ბრძოლა  მარტივი ამოცანა არ არის.

მინისტრის განცხადებით, ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის გამო და სწორედ ამიტომ ეს არის სფერო, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ყველაზე მეტად დაეხმარა და ეხმარება.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი 2020-2021 წელს მიმართულია სწორედ ტურიზმის ინდუსტრიისკენ - ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ეტაპზე ვართ, ქვეყანაში მაინც გაიხსნა საერთაშორისო ფრენები, რასაც თანდათან მოჰყვა ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics