04:56 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 15:21:33, 615 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით, მიმდინარე წელს საფოსტო მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით გამოიცემა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოიცემა საფოსტო მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით.

მიმდინარე წელს, მსოფლიო გენიალური იტალიელის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. დანტე ალიგიერის შემოქმედება არაერთი ქართველი ბელეტრისტის, პოეტის, მეცნიერის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებულ დანტე ალიგიერის პორტრეტს, 1956 წელს, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე დიდი წარმატება ხვდა წილად და საუკეთესოთა შორის დასახელდა, სწორედ აღნიშნული პორტრეტის გამოსახულებით გამოიცემა საფოსტო მარკა, რომელიც ქართველი და იტალიელი ხალხის მეგობრობის კიდევ ერთ სიმბოლოდ  ჩაითვლება.

მარკა, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა, გაიყიდება „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics