22:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 15:13:04, 860 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საწარმოს „ფაბრიკა 1900" ესტუმრა.

საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია და შესაფუთ მასწალებს აწარმოებს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

,,აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ სრულიად ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო ააშენა.

საწარმოში 14 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული, წარმოების მოცულობა კი ყოველთვიურად 600 ტონას აღწევს. შესაფუთი მასალა  არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, რომელიც  სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე მზადდება.

ნათია თურნავას განცხადებით, საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გადაიარაღდა და გაფართოვდა.

„აღსანიშნავია, რომ კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს, გაფართოების სერიოზული გეგმები აქვთ და „აწარმოე საქართველოში" პროგრამის დახმარებით პრაქტიკულად გაახუთმაგებენ წარმოებას. შედეგად, თუ დღეისთვის აქ 134 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ძირითადად გორიდან და მცხეთიდან, გადაიარაღებისა და გაფართოების შედეგად გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ბაზრებზე წილის გაზრდის და ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ადგილობრივ წარმოებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics