|
2021-04-22 17:52:14, 522 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,თბილისის აეროპორტი“ იმყოფებოდნენ და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, თუ როგორ ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სატვირთო ნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი პირობა, სწორედ, სწრაფი და მარტივი საბაჟო პროცედურებია. ,,თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე, დაესწრო უახლესი სტაციონარული რენტგენო სკანერით ტვირთის შემოწმების პროცესს. ,,ტვირთების დათვალიერებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო და დავზოგოთ ადამიანური რესურსი. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,- განაცხადა ზურაბ სიჭინავამ. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კახა ბარამია, კიაზო ახალაია და გაფორმების ეკონომიკური ზონების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)