|
2021-04-22 15:08:38, 439 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა. პროექტის შედეგად, 11 320 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა. ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. „ეს ქუჩა სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან და ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა. სწორედ ამიტომ ამ ქუჩის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო. პირველ ეტაპზე, კომპანია “ჯორჯიან უოეთერ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო და შემდგომ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა - წყალარინების ახალი ქსელი. ახლა კი, საგზაო სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „L&L” ასრულებდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)