05:35 - 02 Aug, 2026
|
2021-04-22 14:16:38, 555 ნახვა
საზოგადოება
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ საქართველოშ ანტიგენბაზირებული ტესტების დიდი დეფიციტია
„ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დეფიციტია. როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი დეფიციტების შექმნა ძალიან სახიფათოა და მიუთითებს პროცესის ცუდ დაგეგმვაზე. „ჩვენთვის ცნობილი გახდა, დოკუმენტებით დადასტურებული, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით. 25 ათასი არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. მსგავსი დეფიციტების შექმნა ძალიან სახიფათოა და ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)