|
2021-04-22 11:19:10, 437 ნახვა
საზოგადოება
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „SAFE“ ფარგლებში ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “SAFE”- ფარგლებში, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან პარტნიორობით, გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის სისტემა გადაეცა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი - სიგრიდ ბრეტელი, ასევე, ევროკავშირის დელეგაციის წევრები, შს სამინისტროს და UNOPS-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი ლაბორატორია დაათვალიერეს და სხვადასხვა სუბსტანციის იდენტიფიცირებისთვის გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის სისტემის გამოყენებით კვლევების ჩატარების სპეციფიკას გაეცნენ. აღნიშნული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი გახდება კვლევის შედეგები მოკლე ვადაში მომზადდეს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ შესაძლებლობებს მაღალხარისხიანი და სწრაფი საექსპერტო გამოძიების უზრუნველსაყოფად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)