15:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 12:36:12, 574 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ახალდაბაში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ, სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

„საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ნ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics