|
2021-04-21 10:00:48, 616 ნახვა
პოლიტიკა
ჯერალდ კონოლი - მოვუწოდებთ დარჩენილ პარტიებს, აიღონ სრულად ფუნქციურ პარლამენტში მუშაობის ვალდებულება
ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის რეფორმებს, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერალდ კონოლი აცხადებს და საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება. ამასთანავე, კონოლი მოუწოდებს პარლამენტის დარჩენილ წევრებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმება, რომ შევიდნენ სრულად ფუნქციურ პარლამენტში და აიღონ მუშაობის ვალდებულება. „ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის კრიტიკულ რეფორმებს. ეს არის პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ეტაპი დემოკრატიის ოჯახში საქართველოს როლის აღდგენისთვის. მივესალმები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ყველა ხელმომწერს იმისთვის, რომ მზად არიან, განსაზღვრონ საქართველოს ერთიანი კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისას. კომპრომისი, რომელიც იშვიათად თუ არის მარტივი, არის მთავარი მახასიათებელი, რაც განასხვავებს დემოკრატიას. წინ არის მნიშვნელოვანი სამუშაო - შეთანხმების შესრულება სრულად და პირნათლად. სანამ საქართველო დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებს, რათა უპასუხოს პოლიტიკურ პოლარიზაციას, საზღვრებს გარეთ მეგობრები და მოკავშირეები აკვირდებიან მას. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტში დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში მუშაობის ვალდებულება აიღონ. ასევ ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, აჩვენონ ერთგულება ოპოზიციის უფლებების დაცვის კუთხით. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გარშემო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)