|
2021-04-20 13:08:42, 568 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, მოვუწოდებ „ენმ“-ს, დოკუმენტს ხელი მოაწერონ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერონ, რაც პარტიის თავმჯდოიმარე, ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს. როგორც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, აღნიშნული შეთანხმებით, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად, დაინიშნა რეფერენდუმი. „პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან ისევე, როგორც გიორგი რურუა. უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების და გაუგებარი გირაოს გარეშე, უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მას შემდეგ, რაც ის ამ პირობებით დატოვებს საპატიმროს, მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან მასში არის მთავარი მეორე პუნქტიც, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად, დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ესეიგი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)