|
2021-04-20 12:48:28, 733 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენთვის ნიკა მელიას გირაო არაფერს წარმოადგენს, საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას 40 000-ლარიანი გირაო მმართველი გუნდისთვის არაფერს წარმოადგენს. მისივე თქმით, საუბარია ელემენტარულ პატივისცემასა და გაგებაზე, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ უნდა აკეთებდეს კანონის დარღვევის პროპაგანდასა და მოწოდებებს.. „ჩვენთვის ნიკანორ მელიას 40 000 ლარიანი გირაო არაფერს წარმოადგენს, აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე და ელემენტარულ გაგებაზე იმისა, რომ შენ როცა ხარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის წევრი, კანონის დარღვევის პროპაგანდას და მოწოდებას არ უნდა აკეთებდე შენი პარტიის მიმართ. ეს არის აქ მთავარი, თორემ პოლიტიკური ამინისტიის გამოცემის აქტი, რა თქმა უნდა მოხდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)