06:50 - 02 Aug, 2026
|
2021-04-20 12:45:58, 573 ნახვა
საზოგადოება
45 500 კილოგრამი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
45 500 კილოგრამი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)