|
2021-04-20 12:33:47, 544 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერმა, არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა
„ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერმა, არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ შეთანხმებას „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შეუერთდნენ. „მე გადაწყვეტილებას, ახლაც და წარსულშიც, ვღებულობ დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა, ვარ თუ არა პარტიის წევრი. ამ შემთხვევაში არც ვყოფილვარ პარტიის წევრი. ვისურვებდი, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მძლავრი შენაკადები საერთო ოპოზიციური მოძრაობისა, ვიდგეთ ერთად იმისათვის, რომ წარსულის 2012-დან დღემდე და 2012-მდე რაცთუ შეცდომა იყო, მათ შორის ტრაგიკული, გამეორება აღარ მოხდეს. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, მაშინ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ვაწერთ აზრი ექნება, თუ არა და ეს იქნება ფარატინა ქაღალდი და თავის მოტყუება. მე არ ვაპირებ თავის მოტყუებას. ან ამას შევძლებთ, ან ეს მანდატი წაუღია წყალს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)