|
2021-04-19 14:18:20, 418 ნახვა
საზოგადოება
დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ საქართველოში გამწვანების აქცია გამართა
დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, არტოს ბაღში, ისრაელის საელჩოს ინიციატივით, სხვადასხვა სახეობის 15 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა მიიღეს. „მოხარული ვარ შევუერთდე ისრაელის ელჩის ინიციატივას. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, არტოს ბაღს დაერქვა გია ყანჩელის სახელი და მუნიციპალიტეტი ახლო მომავალში გეგმავს ამ პარკის რეაბილიტაციას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ახალი მწვანე ნარგავების გაჩენა და ბევრი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ. მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია კერძო პირების მხრიდან, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს გამწვანებას“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. გამწვანების აქციაში მონაწილება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა ტოგონიძემ და მოხალისეთა ჯგუფმაც მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)