|
2021-04-19 12:50:52, 722 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ხელს ორივე მხარე მოაწერს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირმა და აშშ-მ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზეს, მხარდაჭერის ძლიერი მესიჯია. მისივე თქმით, უნდა დარწმუნდნენ, რომ დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. „დოკუმენტი, რომელიც შემოთავაზებულია ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, რომელსაც შესაძლოა მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ხელი მოაწეროს, მხარდაჭერის ძლიერი მესიჯია. ახლა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ, მოგვიანებით კი, ხელმოწერი შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია დოკუმენტით არსებული პირობების შესასრულებლად“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)