|
2021-04-18 16:52:52, 544 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა კიდევ რამდენიმე საათით გადაიდო
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა რამდენიმე საათით გადაიდო, - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ევროკავშირის წარმომდგენლობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრა 17:00 საათის ნაცვლად 19:00 საათზე შედგება. ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაზე მედიატორის როლს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეასრულებენ. ამასთან, ამ დროისთვის უცნობია რა იქნება შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები. 17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე. „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ასევე გაცნობებთ, რომ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ოპოზიცია ამ დრომდე ხელს არ აწერს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)