|
2021-04-18 15:13:33, 511 ნახვა
საზოგადოება
ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, ოპოზიცია ხვალ, რიყის პარკში, 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრას გამართავს
ოპოზიცია ხვალ, რიყის პარკში, 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრას გამართავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერიის თანამშრომლებმა მათ ადგილზე სცენის მონტაჟის უფლება არ მისცეს. „როგორც მოგეხსენებათ ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის აქტიურად ემზადება, ჩვენი ლიდერები გასულები არიან რეგიონებში და მართავენ შეხვედრებს, რათა კიდევ ერთხელ განმარტონ თუ, რატომ არის მნიშვნელოვანი შეკრება. პარალელურად ხვალ, ოპოზიცია გეგმავს რიყის პარკში 15 მაისის საორგანიზაციო შეხვედრა გამართოს, სადაც ჩვენ საზოგადოებას ვამცნობთ რა გეგმები აქვს ოპოზიციას. დღეს, როდესაც ადგილზე დავიწყეთ სცენის მონტაჟი, მოვიდნენ მერიის თანამშრომლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამის უფლება არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონდა ვალდებულება მათთვის რაიმე შეტყობინება გაგვეგზავნა, ეს მაინც გავაკეთეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. 15 მაისის საორგანიზაციო შეხვედრას ხვალ რიყის პარკში მაინც გავმართავთ“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)