09:49 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 10:56:55, 637 ნახვა

საზოგადოება
პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა

პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა. 

აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე გვიან ღამით მუშაობდნენ, ბარიკადები კი, დღეს გამთენიისას დადგეს.

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გუშინ დღის მეორე ნახევარში „გუმათჰესის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი, კომპანია „ენკას" ოფისთან გადავიდნენ. „რიონის ხეობის მცველებს“ , რომლებსაც გუმათის დასახლებაში კომპანია „ენკას“ ერთ-ერთ ოფისი ჰქონდათ პიკეტირებული, სამართალდემცველები დაუპირისპირდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე 6 პირი დააკავეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics