|
2021-04-13 11:15:41, 562 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი აცხადებს, რომ 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 შეასრულა
კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, GRECO-ს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი ეხება წევრი ქვეყნების პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. „ანგარიშში GRECO მიესალმება საქართველოს პროგრესს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები; პარლამენტში ეთიკის საბჭოს შექმნა; დეპუტატების ტრენინგები ეთიკის საკითხებზე; მოსამართლეთა დანიშვნის წესში გაუმჯობესებული რეგულაციები; მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების გაუმჯობესება და ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა; მოსამართლეთა დისციპლინური პროცედურების გაუმჯობესების მიზნით სამოსამართლო ეთიკის წესების განახლება; პროკურორთა ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციისათვის განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებები; პროკურორთა დანიშვნისა და დაწინაურების შესახებ გაუმჯობესებული რეგულაციები. მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, საქართველომ სრულად ან მეტწილად შეასრულა GRECO-ს რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა. პირველ ანგარიშთან შედარებით, გაუმჯობესებულია სამი რეკომენდაციის შესრულების სტატუსი“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. დარჩენილ რეკომენდაციებზე ანგარიშგებისთვის საქართველოს ვადა 2022 წლის მარტამდე აქვს. „ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ განაგრძოს კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების გატარება. GRECO-ს ანგარიში ავტორიტეტული საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. ანტიკორუფციული მიმართულების სახელმწიფო პოლიტიკასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას საქართველოში ანტიკორუფციული საბჭო განსაზღვრავს, რომელიც უწყებათაშორისი ორგანოა. საანგარიშო პერიოდში საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, ახლა კი, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული საბჭოს წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, წარმომადგენლები. საქართველოს ინტერესებს GRECO-ს წინაშე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენდა“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)