17:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-11 17:14:10, 691 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ქუთაისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics