10:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 11:20:56, 879 ნახვა

რეგიონი
თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულების ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებს ასრულებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ადგილზე დაათვალიერა.

„თელავში წყალმომარაგების პროექტის  პირველი ფაზა, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოებით  124 კორპუსის  გამრიცხველიანებასა და  სამი ახალი ჭაბურღილის  დამატებას  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  დასრულდა  და ექსპლუატაციის შესვლის ფაზაშია. სამუშაოების შედეგად, წინა წლებთან შედარებით,  ჩვენ მივიღეთ მკვეთრად  გაუმჯობესებული წყალმომარაგება და გაუმჯობესებული გრაფიკი. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე დავიწყებთ  ფართომასშტაბიან პროექტს,  რომელიც თელავის მოსახლეობისთვის   წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს  სრულად   გადაჭრის   და ვფიქრობთ, რომ 2022 წლის ბოლოდან ჩვენ უკვე შეგვეძლება  თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა’’- განაცხადა გიგა მანდარიამ.

წყალმომარაგების კომპანიამ ასევე გამოაცხადა ტენდერი თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის აუცილებელ სამუშაოებზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის  შერჩევა-შეფასების პროცედურები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics