16:59 - 09 Aug, 2026
|
2021-04-09 13:11:20, 500 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა. „არ მინდა, სიტყვა დავასრულო დღეს 9 აპრილით, რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებლობის გამყარების დღე. არ მინდა, არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს, ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)