11:55 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 14:31:33, 481 ნახვა

საზოგადოება
კენკრის ნერგის მწარმოებელ ფერმერებს სერტიფიცირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, ქუთაისში, კენკრის ნერგის მწარმოებელ ფერმერებს, სერტიფიცირების საკითხებზე, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგიჩაუტარეს. ტრენინგის მონაწილეებს სანერგის მოწყობა და მართვა, კვალიფიციური სანერგის კრიტერიუმები, სერტიფიცირებული ნერგის წარმოება და სანერგისადმი წაყენებული მოთხოვნები გააცნეს.

შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2018 წელს დაიწყო და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics