|
2021-04-07 12:14:39, 703 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ 700 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა
700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,სატენდერო პირობების მიხედვით, 700 მიკროავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე ჩამოვა. საერთო ჯამში კი, თბილისის მოსახლეობას1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება. „სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება. გამოვაცხადეთ ტენდერი, რომლის მიხედვითაც, 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. აქედან 300 ერთეულს მუნიციპალიტეტი შეისყიდის იმ თანხებით, რომელსაც კომპანიისგან მივიღებთ. იცით, რომ 300 მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის თანხებით შეისყიდა. კომპანიას კი დავუწესეთ ვალდებულება, რომ ის იმ თანხას დაგვიბრუნებდა, რაც გადახდილი გვაქვს და მათი გამოცვლა ივნისისთვის უნდა მოხდეს. მიღებული თანხით, კიდევ 300 ერთეულს ვიყიდით. აქაც ის ვალდებულებაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ეს მიკროავტობუსები კომპანიამ ისევ იმ თანხად გამოისყიდოს. კომპანია დამატებით, 400 ერთეულს შეიძენს. საერთო ჯამში, თბილისის მოსახლეობას1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, ახალი მიკროავტობუსების რაოდენობა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკით დადგენილ საჭიროებებს სრულად შეესაბამება. „იცით, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დაახლოებით, 1500-1700 გადაადგილდებოდა ქალაქში, თუმცა ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ამასთან, ვამატებთ ახალ, 8-მეტრიან ავტობუსებს და ქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს თავს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა დასრულდება. დღეს გვაქვს კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ გადაადგილდება ან ძალიან დიდია მოცდისდრო. ამ ყველაფერს რეფორმის მეშვეობით შევცვლით. მთავარი პირობაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)