|
2021-04-07 11:28:29, 534 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ჯილდოსა და პრემიის სახით 65 920 ლარი გაიცა
2020 წელს სახელმწირო რწმუნებულების ადმინისტრაციებში ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65 920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56 370 ლარი, ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის, - აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ მიუღია. ამასთანავე, როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზვიად ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით ჯამში 10 050 ლარი, კახაბერ კობერიძემ კი, 4 000 ლარი მიიღო. „2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4,297,151 ლარი გაიცა; ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის; 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში; 2020 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 49,459 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები; ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ აუღია. ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით მიიღო ჯამში 10,050 ლარი, კობერიძემ კი დანამატის სახით - 4,000 ლარი“, - აღნიშნულია „საერთაშორი გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)