04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 20:58:50, 1245 ნახვა

კომენტარი
ვლადიმირ პოზნერი - მე საპატიო კახელი ვარ და საქართველოში, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ

„მე საპატიო კახელი ვარ და საქართველოში რა თქმა უნდა კიდევ ჩავალ“, - ამის შერსახებ რუსეთი პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველები, რომლებიც მის ჩასვლას აპროტესტებდნენ, ყურადღების ღირსი არ არიან.

„როგორც მივხვდი, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა, რათა მოეწყო - არ ვიცი, ამას რა დავარქვა - შაბაშის მოსაწყობად.

გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის, ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ - დაერტყათ ჩვენი რესტორნის კედლებს, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ყვიროდნენ, უსტვენდნენ და ა.შ. და მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება - რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე.

დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ.

მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ არანაირი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - უპირობოდ.

ისე კი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, – წერს ვლადიმირ პოზნერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics