|
2021-04-02 11:13:22, 648 ნახვა
პოლიტიკა
მე-9 მოწვევის პარლამენტში 20 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მე-9 მოწვევის პარლამენტში 20 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია. ესენია: რუსლან გაჯიევი, ვალერი გელაშვილი, პაატა გოგოხია, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი, მუხრან ვახტანგაძე, ჯუმბერ იზორია, ზაზა კედელაშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიან, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე, ლევან ბეჟანიძე. გარდა ამისა, მაგთგან 3 დეპუტატს - ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მე-8 მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით. ამასთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წერს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ: სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ეკა ბესელია (813) ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი სერგი კაპანაძე (454) ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი (262) ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - ანრი ოხანაშვილი (215) პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - კობა ნაყოფია (163) პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - შოთა შალელაშვილი (33) კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - გიორგი ბოკერია (157) კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - ნატო ჩხეიძე (40)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)