14:59 - 02 Aug, 2026
|
2021-04-02 10:09:14, 558 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალურმა ინსპექციამ, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)