|
2021-04-01 16:53:35, 736 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ კი ქართულმა ახალგაზრდობამ - პოზნერს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი პარალელს ავლებს გორბაჩოვის მიერ, 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებებთან და აღნიშნავს, რომ მაშინ თავად გასცა გორბაჩოვს პასუხი, გუშინ კი ქართველმა ახალგაზრდობამ უპასუხა. „ზუსტად იგივე რაღაცეები იძახა არაერთხელ, თქვა პოზნერმა. 2008 წლის აგვისტოში რასაც იძახოდა გორბაჩოვი - ის ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას 2000 დაღუპულზე და პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში. ეს არის ის პასუხი, რომელიც მე გავეცი გორბაჩოვს, რომელიც იგივეს ამბობდა მაშინდელ CNN-ის პირდაპირ ეთერში. გორბაჩოვის ტყუილების მერე ჩამრთეს ეთერში. მე მაშინ შევძელი მხოლოდ გორბაჩოვისთვის გამეცა პასუხი პირდაპირ ეთერში და სულ სამარცხვინო და თავისმომჭერელი ვეძახე. სპეციალურად გამოიყვანეს მაშინ გორბაჩოვი და პოზნერი, როგორც ის რუსები, ვისაც ჯერ კიდევ დასავლეთში რაღაც ავტორიტეტი ჰქონდა, რათა ჰიბრიდულ ომში დაეჯერებინათ დასავლეთი, რომ საქართველოს ბრალი იყო ყველაფერი. ეს ხალხი გაჭირვების ტალკვესია პუტინის - ყველა ასეთ მომენტში. მაშინ მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი, უკვე პოზნერის მრავალი წლის შემდეგ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)