|
2021-04-01 15:20:39, 782 ნახვა
პოლიტიკა
სირცხვილია - ჟიგიმანტას პავილიონისი მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება
ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ პავილიონისმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იგივე განცხადება გააკეთა, როგორიც რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა. როგორც ჟიგიმანტას პავილიონისი წერს, ეს სირცხვილია და აღნიშნავს, რომ ის ყოველდღიურად ებრძვის რუსეთის აგრესიას მთელ რეგიონში. „სირცხვილია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო საქართველოს დახმარებაზე, რათა ქართველები შემაშფოთებელ აგრესიას გამკლავებოდნენ. ამ რთულ პერიოდში და მას შემდეგ, მე ყოველდღე ვებრძვი რუსეთის აგრესიას მთელ რეგიონში“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)