20:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 10:16:40, 751 ნახვა

სამართალი
რუსეთიდან ჩამოსული 32 პირი, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთიდან ჩამოსული 32 პირი, მათ შორის ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა.

აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, 41 პირიდან, რომელიც საქართველოში ვლადიმერ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics