|
2021-03-31 12:37:23, 493 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ნაწილთან ინდივიდუალური შევედრები გამართოს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები გამართოს. როგორც ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ხელოვნური კრიზისიც კრიზისია, რომელსაც სჭირდება მოგვარება, რისთვისაც მმართველი გუნდი ცდას არ დააკლებს. „მე გეთანხმებით, რომ ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგარება, ამისათვის ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან, შესაძლოა ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შესაძლოა იყოს კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ. ჩვენ გვექნება მცდელობა და ყველა შემთხვევაში, კონსტრუქციული მიდგომა ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)