06:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 01:16:36, 1156 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნებისთვის“ არც ერთი პუნქტი არ იყო მისაღები, ისინი არ იყვნენ მზად შეთანხმებისთვის

„ქართული ოცნებისთვის“ არც ერთი პუნქტი არ იყო მისაღები, ისინი არ იყვნენ მზად შეთანხმებისთვის“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაა ხუთი პუნქტიდან სამზე მზად იყო ხელი მოეწერა.

„გასაგებია, რომ იქ ოპოზიციისთვის პრობლემური ორი პუნქტი, ეს არის ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემა.

თუმცა, ამის გარდა, იყო სამი პუნქტი, რომელიც არ იყო პრინციპული და ჩვენ საჯაროდაც განვაცხადეთ, მაგრამ იმ პუნქტებთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ არ იყო მზად, ხელი მოეწერა და იმაზე მაინც დათანხმებულიყო.

ჩვენი მხრიდან სამ პუნქტზე მაინც ვამბობდით, რომ პრობლემა არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო. „ოცნებისთვის“ არც ერთი პუნქტი არ იყო მისაღები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics