12:19 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 17:25:30, 654 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - იმედია, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება გაგრძელდება

ის ფაქტი, რომ დოკუმენტი კრისტიან დანიელსონის მხრიდან უნდა დაიდოს, აჩენს მოლოდინს, რომ შეთანმება შესაძლებელი გახდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრამდე, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტით და შეთანხმებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება.

„გულწრფელად მინდა მქონდეს იმედი, რომ დოკუმენტი, რომელსაც წარმოადგენს დანიელსონი, იქნება მისაღები ორივე მხარისთვის და იმედი მაქვს, ამ დოკუმენტით და შეთანხმებით ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს.  მე დღესაც პესიმისტრუად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა აქვს „ქართულ ოცნებას“ კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად, მათ ასეთი ხედვა არ გააჩნიათ, მაგრამ ის ფაქტი, რომ დოკუმენტი მაგიდაზე უნდა დაიდოს, დანიელსონის მხრიდან, ბუნებრივია აჩენს მოლოდინს, რომ შეთანხმება გახდება შესაძლებელი. ამის მოლოდინი მაქვს მე დღეს. მე თავს ავარიდებ მოთხოვნების და პოზიციების გამეორებას, ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველაფერი ნათქვამია, ვიცით მოლოდინი და ვიცით რა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ამ წუთში მთავარიც, მოლოდინიც და მნიშვნელოვანიც არის ერთი - დაველოდოთ დოკუმენტს! იმედი მაქვს, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში გაგრძელდება ნორმალური ცხოვრება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics