|
2021-03-30 13:06:53, 514 ნახვა
საზოგადოება
შვეიცარიის მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროგრამა დაიწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პატრიკ ფრანცენს შეხვდა. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პატრიკ ფრანცენმა შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც შვეიცარიისმთავრობის მიერ 2021 წლის ივლისში დამტკიცდება. პროგრამის განხორციელება 2022-2025 წლებშია დაგეგმილი და მისი წლიური ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ახალი პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ფერმერებისთვის, მეცხოველეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას, ბიოწარმოების განვითარებას გარემოსდაცვითი მიმართულებით, ყურადღება გამახვილდება სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერაზე, ასევე თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილების კუთხით. შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი დანიელ მეული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თაგაური ესწრებოდნენ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)