|
2021-03-27 16:09:25, 600 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია
სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი სასამართლოს მიერ დადასტურებული კრიმინალია, რომელმაც წარმატებას ვერც სტრასბურგში მიაღწია. „წარმოუდგენელი შედარებაა და ტოლობის ნიშნის დასმა კიდევ უფრო მეტი საოცრებაა სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ერთ მხარეს დგას კრიმინალი დადასტურებული სასამართლოს განაჩენით, რომელმაც ვერც სტრასბურგში მიაღწია წარმატებას თავის საკითხებთან დაკავშირებით და ის სასამართლოს მიერ მიჩნეულია დამნაშავედ. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი დღეს არ ტოვებს, რომ არ გამოჩნდეს ტელეეთერში მიუხედავად მისი კრიმინალობისა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის. ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც განცხადება გააკეთა, იმის შემდეგ ერთი წამითაც არ გამოჩენილა არსად საჯარო სივრცეში და პოლიტიკასთან აბსოლუტურად დისტანცირებულია. ამ კუთხითაც კი შედარება არის ცალკე პრობლემა. ამიტომ, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის ტოლობის დასმა ამ ორ ადამიანს შორის და ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელიც კი არის. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ კრიმინალები გაპრავდნენ პოლიტიკაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)