|
2021-03-25 11:58:13, 519 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით Mova Jewelry-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა
Mova Jewelry ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლისთვისაც პანდემიის პირველი ტალღა პირველი სტენდის გახსნას დაემთხვა. დამფუძნებლები - სალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი - მალევე მიხვდნენ, რომ თვეების განმავლობაში დაგეგმილი, აწყობილი, რეალიზაციისთვის გამზადებული და პანდემიის გამო უვადოდ შეჩერებული ბიზნესი უახლესი ტექნოლოგიებით უნდა გადაერჩინათ. ამისთვის კი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი b2c პლატფორმა იდეალური საშუალება აღმოჩნდა, რაც Mova-მ უმოკლეს დროში აქცია ბიზნესის წარმატების წყაროდ. „თიბისის მიერ შემოთავაზებული b2c პლატფორმა, საკმაოდ დეტალური განმარტებებით და ვიდეო ინსტრუქციებით, ძალიან მარტივად ასათვისებელი აღმოჩნდა. თიბისის წარმომადგენელი დაგვეხმარა საბანკო გადახდის სისტემისმიბმაშიც. ამ ყველაფერმა საქმე გაგვიადვილა და ძალიან მოკლე დროში შევქმენით ჩვენი ონლაინ მაღაზია, რომელიც პირველივე დღეებში წარმატებით ამუშავდა.ვებგვერდის საშუალებით მომხმარებლებს მაქსიმალურად გავუმარტივეთ ონლაინ შოპინგი. ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელი ხედავს ყველა ხელმისაწვდომ პროდუქტს, არჩევს სასურველ მოდელს და მიწოდების სერვისს. ჩვენ კი საიტის სისტემა, სხვა კომფორტის გარდა, მარაგების კონტროლის კუთხითაც გვეხმარება,“ - ამბობს Mova-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, სალომე ჯაოშვილი. Mova Jewelry-ს დახვეწილი დიზაინის მქონე, კომფორტულ ვებგვერდზე შეგიძლიათდაათვალიეროთ, შეარჩიოთ და იყიდოთ ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული აქსესუარების უნიკალური ნიმუშები, რომლებსაც Mova საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უმოკლეს დროში მოგართმევთ. “ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართაში მხარდაჭერას მოიცავს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)