|
2021-03-24 14:11:03, 634 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მიერ დაბრუნებულ ე.წ. სამგორის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ,ე.წ. სამგორის პარკისტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდებადა დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას პარკის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მომზადება და სამუშაოების უმოკლეს ვადაში დაწყება დაავალა. „იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიური სივრცეების მიმართ, თუ რამდენად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ამ მიმართულებით, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით და არც უნდა გავჩერდეთ. ჯერ კიდევ არაერთი სივრცეა ქალაქში, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ სამგორის რაიონში,ვარკეთილის ხევში პარკის განახლების სამუშაოები და წლის ბოლოსთვის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე. ახლა კი მე მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ,ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. ეს პარკი გაუბედურებულ მდგომარეობაშია. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებული მდგომარეობა არაა სახარბიელო. ამიტომ, მინდა ანდრია ბასილაიას დავავალო, ძალიან სწრაფად დავიწყოთ პროექტის მომზადება. ეს სივრცე 3 ჰა ფართობზეა გადაჭიმული. პროექტი ძალიან მაღალი სტანდარტებით უნდა მომზადდეს. პროექტის შემდეგ, უშუალოდ სამუშაოებზე გადავალთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ ე.წ.სამგორის პარკის ტერიტორია წლების განმავლობაში, იჯარით იყო გაცემული, დედაქალაქის მერიამ კი აღნიშნული ტერიტორია პარკის რეაბილიტაციის მიზნით დაიბრუნა.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)