|
2021-03-24 10:40:27, 460 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 მარტს გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნება, რომელიც საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. 25 მარტს საბერძნეთის რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რასაც ქართველოს ეროვნული არქივი საკუთარი ექსპოზიციით უერთდება. გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები, რაც ქართველ და ბერძენ ხალხს აკავშირებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები - როგორც ძველი ისტორიული საბუთები, ისე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტები და ფოტომასალა. კერძოდ: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები, შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვა. ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველ მასალასთან ერთად წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ნიმუში იმ ქართული საგანძურიდან, რომელიც საქართველოში ბერძნების მიგრაციას შემოყვა და 1920-იანი წლებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს უძვირფასესი ხელნაწერებია ანჩის სახარება და კალმახის ციხის სახარება. გამოფენა 2021 წლის აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)