|
2021-03-22 12:26:03, 412 ნახვა
საზოგადოება
კონკურსში „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების გამოვლენისათვის, კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამართულ კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, კომისიის პირველი ოლაინ სხდომა გაიმართა. კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა ქუჩის“, „სუფთა საწარმოს ეზოს“, „ლამაზი ეზოსა“ და „ლამაზი აივანის“ გამოვლენაა. „პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მთავარი მიზანი, 2023 წლისთვის, სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. პროექტი მიმართულია საზოგადოების ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფაზე ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის მთავარი უფლება - იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ (KGT); საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)