|
2021-03-20 18:41:49, 690 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - „ქართული ოცნების“ მიერ ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭოს შექმნა პროვოკაციული ნაბიჯია
„ქართულმა ოცნებამ“ დიასპორის კომიტეტის ბაზაზე ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭო შექმნა, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, პროვოკაციული და სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი ნაბიჯების გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს უთანასწორო პოზიციაში აყენებს. „საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იქნება დიასპორა, რადგან თითოეული მათგანი მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, გამრუდებული წარმოდგენის პროდუქტია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანასწორად არ განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მფარველობს, აძლიერებს და ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს აღვივებს. სწორედ ეს კონტექსტი ხდის შემაშფოთებელს ამგვარი კომისიის შექმნას დიასპორის კომიტეტის ბაზაზე. ხელისუფლების ამ არასწორი დამოკიდებულების ნაწილია ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის უარის თქმა ნოვრუზის დღესასწაული ღირსეულად აღნიშნონ. ამისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების დროებით მოხსნა იყო საჭირო, რაც ხელისუფლებამ უმრავლესობაში მყოფი რელიგიური ჯგუფისთვის უკვე გააკეთა თუმცა იმავეს გაკეთება უმცირესობისთვის არ ისურვა. ხელისუფლება ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველებს გადაადგილების უფლებას აძლევს, ხოლო იმავეს გაკეთება არ უნდა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც 21 მარტს ზეიმობენ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება. „ქართული ოცნების“ ეს პოლიტიკა ერთი მხრივ სამოქალაქო უფლებებს ლახავს, არღვევს სამოქალაქო მშვიდობას, ახალისებს ძალადობრივ სიძულვილის ჯგუფებს, მეორე მხრივ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციების მოსაწყობად ხელსაყრელ ნიადაგს უქმნის – ევროპული საქართველოს განცხადება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)