|
2021-03-19 14:12:16, 545 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ სანქციებისა და მუქარის ტონით საუბრის ესმის, რასაც მალე მიიღებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე ხელისულებასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ დიალოგს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დასავლეთის, ამერიკისა და ევროპის კრიტიკა, მძაფრი ნაბიჯები გაგრძელდება. როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ ესმის მხოლოდ პირდაპირი ძალით, სანქციებით, მუქარითა და მკაცრი ტონით საუბარი, რასაც უახლოეს მომავალში ბრიუსელისგან მიიღებენ. „გუშინ შედეგი გამოჩნდა და დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს არ ესმით არც კონსტრუქციულობა, არც საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობა და არც ის, რასაც ეუბნებიან ნორმალური ენით. ბუნებრივია ჩვენ ველოდებით, რომ კრიტიკა და ბევრად მძაფრი ნაბიჯები დასავლეთიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენი ამოცანა ეს არ ყოფილა, ჩვენი ამოცანა იყო შეთანხმების მიღწევა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ერთადერთი რაც ესმის „ქართულ ოცნებას“, ეს გახლავთ პიდაპირი ძალით, სანქციებით, მუქარის მკაცრი ტონით საუბარი და ამას მიიღებენ უახლოეს მომავალში ბრიუსელისგანაც და ვაშინგტონისგანაც“, - განახადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისულებას შორის დიალოგი გაიმართა, თუმცა საკითხების უმრავლესობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)