|
2021-03-19 11:31:18, 1041 ნახვა
ეკონომიკა
როგორ ავარჩიოთ საუკეთესო მაცივარი?
მაცივარი მნიშვნელოვანი ატრიბუტია სამზარეულოში და წლების მანძილზე უნდა გვემსახუროს, ამიტომ არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში ინდივიდუალური მოთხოვნები. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, ბაზარზე ფერების და ფორმების დიდი არჩევანია. არსებობს ცოტა უფრო ტრადიციული ვიზუალის მქონე მაცივრები ვინტაჟური ინტერიერისთვის, ასევე სრულიად თანამედროვე ვარიანტები მკვეთრი ფორმებით, თანამედროვე ინტერიერისთვის. Ამ შემთხვევაში არჩევანი გემოვნების საკითხია, თუმცა თანამედროვე ბაზარზე ვიზუალური მხარე ხშირად თავსდება მოვლის საკიტხებთან, დააკვირდით არჩეული ტიპის ფერზე როგორ ჩანს მტვერი ან ნათითურები. Თუ მაცივარი საჭმლის მოსამზადებელ სივრცესთან ახლოს დგას, შესაძლოა თეთრი ფერი უფრო რთულად მოსავლელი აღმოჩნდეს, ვიდრე ვერცხლისფერი ან შავი. მაცივარი არ უნდა იდგეს გამათბობელთან ან სხვა ნებისმიერ სითბოს წყაროსთან, მათ შორის გაზთანაც. სტანდარტული მაცივრის სიმაღლე ორი მეტრია სიგანე კი 50-90 სმ ვარირებს, თუმცა არის უფრო განიერი მოდელები და ვარიანტები რომლებიც შეკვეთით მზადდება. Ნებისმიერ შემთხვევაში შეძენამდე უმჯებია გაზომოთ მაცივრისათვის განკუთვნილი ადგილი და მოდელი ასე აარჩიოთ. მაცივარი პირველ რიგში პროდუქტების შესანახი ადგილია და რა თქმა უნდა მისი იმნიშვნელოვანესი ნაწილი შიგნით კამერების სახით გვევლინება. Არის ერთკამერიანი მაცივრები (სადაც ერთი დიდი სივრცეა და პატარა საყინულე ახლავს), ორ კამერიანი და სამ კამერიანიც კი. Ცხადია საყინულე ყველასთვის აუცილებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მაცივარს ცოცხალი პროდუქტების კამერა ქონდეს, სადაც ბოსტნეულის, მწვანილის და სხვა უმი პროდუქტების დიდი ხნით შენახვას შეძლებთ. ასეთი კამერები მაცივარს ფასს უწევს, მაგრამ გაფუჭებული პროდუქტების ხარჯი უფრო უსიამოვნოა. არ გირჩევთ ისეთი მაცივრების არჩევას რომელიც ბიუჯეტურია და თან ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს რაც მაცივარს არ სჭირდება, მაგალითად ვაიფაი და ა.შ. უმჯობესია შედარებით მაღალ ფასიანი, თუმცა ხარისხიანი მოდელი აარჩიოთ, რომლის ფუნქციონალი ტექნიკური თვალსაზრისით მოგხიბლავთ. აირჩიეთ ისეთი კომპანია რომელიც გარანტიას გთავაზობთ. მაცივრის შემთხვევაში სასურველია გარანტია ერთ წელზე მეტი იყოს, რაც საშუალებას მოგცემთ წლის მანძილზე კარგად დააკვირდეთ ხარისხს და შრომისუნარიანობას.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)