08:16 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 01:23:36, 569 ნახვა

პოლიტიკა
დანიელსონი - პოლიტიკური კრიზისის დასრულება ლიდერებისთვის ნიშნავდა რეალური გამოწვევებისთვის გამკლავებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ქართულ ოცნებასთან" და ოპოზიციასთან ნაკლები წინსვლა იყო გარკვეულ საკითხებზე.

„პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და მთელი ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მის სოციო ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში, ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუქნტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
დანიელსონი საქართველოს 14 მარტს ტოვებდა, თუმცა ამ დღეს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისიდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, თუმცა უფრო მეტი ხნით დარჩა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics