19:42 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 14:37:19, 457 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა: ჩვენი მწვანე ენერგიის ევროკავშირისთვის მისაწოდებლად შავი ზღვის ფსკერზე 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტი განიხილება

ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული  საკითხების შეფასებისას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

„ეს არის ყველაზე გრძელი, დაახლოებით 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება შესაბამისი, მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზით. ერთობლიობაში, ეს   პროექტს გახდის არამხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველს. პროექტზე საუბარი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში და ეს არის ძალიან დიდი პრიორიტეტი, რაშიც  ევროკავშირი გვიდგას გვერდში.  ამოცანა არის ის, რომ შემდგომში, ჩვენი მწვანე ენერგია, ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით გადაეცემოდეს ევროკავშირს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო გარკვეული თანხები პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში დასახმარებლად.

„მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მონაწილეობას მიიღებენ არამარტო შესწავლაში, არამედ შემდგომ განხორციელებაშიც და მეტი ევროპული კომპანია ჩაერთვება ამ წყალქვეშა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტში", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics