07:06 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 18:11:22, 624 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი ღარიბაშვილს - გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან, რათა მოიძებნოს ორმხრივი გამოსავალი

საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე მოუწოა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გამოიყენოს საკუთარი პოზიცია, რათა გამოინახოს ოპოზიციასთან საერთო ენა და ორმხრივი გამოსავალი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ თავს არ ვარიდებთ რთულ დისკუსიებს. საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები იწვევს წუხილს და ჩვენ მოგიწოდებთ, რომ საქართველომ გააძლიეროს დემოკრატიული სტანდარტები, რომელსასც მიაღწია უკანასკნელი წლების განმავლობაში, რასაც მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების გამოყენება. ნატო უჭერს მხარს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერო, მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი პოზიცია, რათა ოპოზიციასთან საერთო ენა გამოინახოს და გამოინახოს ორმხრივი გამოსავალი", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics