|
2021-03-17 12:39:59, 455 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ცრუ განგაშის ატეხვა, ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას არ სურს ქუჩის პროტესტი
ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ცრუ განგაშის ატეხვა, ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას არ სურს ქუჩის პროტესტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განცახადა. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად არის გამოწვეული. „ნათელია, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად არის გამოწვეული, თუმცა „ქართული ოცნება“ მზად არის, მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენმა ევროპელმა პარტიორებმა ზუსტად იციან, განწყობები, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსსებობს კონკრეტულ მოვლენებთან მიმართებაში და ის ფაქტი, რომ ამდენი ხანია დესტრუქციულმა ოპოზიციამ ვერ შელო ცრუ განგაშის საზოგადოებაში ატეხვა, ვერ შეძლო იმ მასშტაბის მობილიზება რაც სურს, ერთმნიშვნელოვნად უსვამს ხაზს, რომ საზოგაოდების დაკვეთა არ არის ქუჩის მანიფესტაციები, ქუჩის პროტესტი და მათი დაკვეთაა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობა, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)